პირველკლასელთა რეგისტრაციაში პრობლემებია

13 მაისი 2021, 20:08 1984 ნახვა

დღეს პირველკლასელების რეგისტრაცია ტრადიციულად ძალიან სწრაფად მოხდა და 1406 ადგილიდან 2 საათში უკვე მხოლოდ 115 იყო თავისუფალი. თუმცა როგორც ადრე, ახლაც ძალიან ბევრი ვერ მოხვდა სასურველ სკოლაში. აქედან გამომდინარე მშობლების ნაწილმა უკვე მიმართა სკოლის ადმინისტრაციას, ზოგი კი გამართლების მოლოდინშია.

განათლების სამინისტროში აცახდებენ, სკოლის მიღმა არცერთი ბავშვი არ დარჩება, ერთ-ერთი გეგმა ახალი სკოლების დამატებაა, თუმცა  ურბანული ბუმის გათვალისწინებით ახალი სკოლებისა და ბაღების შენების პერსპექტივაზე ჯერჯერობით საჯაროდ საუბარი არ ყოფილა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი