პროტესტი გურიაში, ფქვილის საწარმო გაჩერებულია

13 მაისი 2021, 20:04 1052 ნახვა

მეათე დღეა ოზურგეთში ფქვილის საწარმოს მუშაობა შეჩერებულია, მიზეზი თანამშრომლების გაფიცვაა, რომლებიც დაბალ ხელფასებსა და არაშესაბამის სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

დღეს ადმინისტრაციასთან შეხვედრაც გაიმართა, თუმცა მათ კონკრეტული პასუხი ვერ მიიღეს და მხოლოდ დაპირების ამარა დარჩნენ, რომ კომპანიის უცხოელი დირექტორი მათ ბაირამის შემდეგ შეხვდება, თუმცა კომპანიის იურისტის განცხადებით.

ხელფასების გარდა სხვა საკითხებზე შეთანხმება ხერხდება, რაც შეეხება ანაზღაურებას, პანდემიური პერიოდის გამო გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე ეს საკითხი ვერ განიხილება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში