ამ წუთებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თელ-ავივი ბათუმის ავიარეისს ელოდებიან, რომელიც ერთი საათის დაგვიანებით სრულდება. სავარაუდო მიზეზად ისრაელის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების შემოწმება გახდა.
დღეს ბათუმიდან ისრაელის ავიახაზებმა თელ-ავივის მიმართულებით ერთი რეისი უკვე შეასრულა. ისრაელში 150-მდე მოქალაქე გაფრინდა.