ჯო ბაიდენი - ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს

13 მაისი 2021, 12:37 1112 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები ისრაელის მხარდამჭერ განცხადებებს ავრცელებს. ისრაელის პრემიერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელს თავდაცვის უფლება აქვს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეებს შორის ვითარება მალე განიმუხტება. ისრაელის პრემიერს ტელეფონით ესაუბრა შტატების სახელმწიფო მდივანიც. ენტონი ბლინკენმა  შეშფოთება გამოხატა ისრაელზე სარაკეტო თავდასხმების გამო და სამძიმარი გამოუცხადა დაკარგული სიცოცხლეებისთვის. სახელმწიფო მდივანმა ასევე განიხილა იერუსალიმში მიმდინარე ძალადობა და გაიმეორა, რომ ის მოუწოდებს ყველა მხარეს, განმუხტონ დაძაბულობა და დაასრულონ ძალადობა. „თურქეთი მოითხოვს ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისი შეფასებით, ისრაელის ქმედებები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, საერთაშორისო სამართალსა და ყველა ადამიანურ ღირებულებას არღვევს. მისი თქმით, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვერ შეაჩერებს ისრაელს სწრაფი და ეფექტური ზომებით, ეს დაადასტურებს, რომ საერთაშორისო სისტემა დანგრეულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი