საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიც ჩაერთო. მირიან ქათამაძე "სინოფარმის" ვაქცინით ქობულეთის "ევექსის ჰოსპიტალში" აიცრა.
"ვაქცინაციაზე გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა კოვიდის ვირუსისგან. ესაა ის აუცილებელი შესაძლებლობა, რომელსაც უნდა მიმართოს ყველა მოქალაქემ, რათა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდეთ და შედგეს ტურისტული სეზონი. ეკონომიკური თვალსაზრისით უნდა განვითარდეს ძალიან ბევრი მიმართულება და სწორედ ამიტომ ვაქცინაციას, ამ კუთხით, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მოვუწოდებ ყველას მიმართონ შესაბამის კლინიკებს ვაქცინაციისთვის"-განაცხადა მირიან ქათამაძემ.
კლინიკის დირექტორის განცხადებით, "ევექსის ჰოსპიტალში" 17 მარტიდან დღემდე "ასტრაზენეკათი" აცრილია 260 პირი, ხოლო "სინოფარმით" 160-მდე პირი. მისივე თქმით, დაჯავშნა გრძელდება.
,,ჩვენს კაბინეტში "სინოფარმით" იმუნიზაციას დღიურად 42 პაციენტი შეძლებს, "ასტრაზენეკას" შემთხვევაში 30-მდე ადამიანი.
დღეს იყო მომართვიანობა რეგისტრაციის შეფერხებასთან დაკავშირებით, ეს პორტალს უკავშირდება და ალბათ გამოსწორდება"-აცხადებს ირინა დოლიძე "ევექსის ჰოსპიტალის" დირექტორი.