სალომე სამადაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალურად ტოვებს

12 მაისი 2021, 17:05 1734 ნახვა

სალომე სამადაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით მან „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ოფიციალურად მიმართა.

სამადაშვილის განმარტებით, ნიკა მელიასთვის მისი პოზიცია გასაგებია. მისივე განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერა, უხეში პოლიტიკურ შეცდომაა.

"მე და ნიკამ ვისაუბრეთ. მისთვის გასაგებია ჩემი პოზიცია, ჩემთვის გასაგებია მისი პოზიცია. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით მეგობრებად, მაგრამ პარტიულად დღეს ჩვენი გზები იყრება. მე დღეს  ოფიციალურად მივმართე „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის თაობაზე, რომ პარტიას ვტოვებ. უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი არ მოაწერა მიშელის დოკუმენტს"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი