ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე

12 მაისი 2021, 12:54 1553 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. 12 მაისი მისი საქართველოში შემოსვლის დღეა. ქრისტიანული სწავლების თანახმად, წმინდანი პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული. ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია. წმინდა ანდრიას ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი მისი გარდაცვალება. 12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში