ჭიათურის სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. შიმშილობას აგრძელებს 10 ადამიანი. ისინი მოითხოვენ, დამოუკიდებელმა აუდიტმა შეაფასოს მათი სახლები, მიწის ნაკვეთები და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მადნის მოპოვების სამუშაოების შედეგად მათთვის მიყენებული ზარალი აანაზღაუროს.
ადგილობრივები მოითხოვენ, აანაზღაურონ შუქრუთის მოსახლეობის ზარალი ისე, რომ მათ სხვაგან გადასვლა და ცხოვრება შეძლონ. "ჯორჯიან მანგანეზი"-ს წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულ სოფელში მათ მილიონობით ლარის კომპენსაცია უკვე გასცეს, ნაწილს კი ახლა გასცემენ. სახლები კი საბაზრო ღირებულებაზე მეტად არის შეფასებული და გაურკვეველია, რატომ აცხადებენ პროტესტის მონაწილეები კომპენსაციის მიღებაზე უარს.
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები უკვე თვეებია საპროტესტო აქციებს მართავენ.