„ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აიცრებიან

11 მაისი 2021, 15:25 1352 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთებას 45 წლის ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.

დღემდე საქართველოში „ასტრაზენეკას“ გამოყენება 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ხვალ 20:00 საათიდან, „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები

''გასულ კვირას გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილებას ასაკობრივი შეზღუდვის სრულად მოხსნის შესახებ, სხვა ქვეყნები ინარჩუნებენ. რისკების შეფასების და დამატებითი კონსულტაციების  შედეგად საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ​განსაკუთრებით დიდი იყო მოთხოვნა სამედიცინო პერსონალის მხრიდან ასაკის შემცირებაზე'' - განაცხადა გაბუნიამ. 

რაც შეეხება ვაქცინის მარაგს, მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შესაძლებელია 10 000-მდე ჯავშნის მიღბა. 

''ასტრაზენეკას 43 000 დოზა დამატებით შემოვიდა, დაახლოებით ვარაუდობთ, რომ ამ მარაგთან ერთად 8000-10 000 თავისუფალი ჯავშანი შესაძლებელია გაკეთდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალევე დაემატება კოვაქსისის პლატფორმიდან მარაგი, რაც საშუალებას მოგვცემს მეორე დოზა გაკეთდეს ახალი პარტიიდან. ასე, რომ ''ასტრაზენეკას'' თავისუფალი დოზები ჯერ-ჯერობით გვაქვს'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი