ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე „ასტრაზენეკაზე“ ასაკის დაწევასა და „სინოვაკით“ ვაქცინაციის დაწყების საკითხებზე იმსჯელებენ. სხდომა ამ წუთებში იწყება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საჭიროა ვაქცინაციის მეტად გააქტიურება. როგორც თავად ამბობს, ამ ეტაპზე ვაქცინაზე მოთხოვნილება მიწოდებას აჭარბებს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამისთვის, საკოორდინაციო საბჭოზე დააყენებს საკითხს, რომ ამცრელი ბრიგადები შვიდდღიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ და სპეციალისტები წაახალისონ.