აჭარის უმაღლესმა საბჭომ მოქალაქეთა პეტიციების მიღება განხილვა დაიწყო. კონკრეტულად კი საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხების გადასაჭრელად, მოქალაქეთა არანაკლებ 200-კაციან ჯგუფს შესაძლებლობა აქვს, წერილობითი პეტიციით მიმართოს ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. ბიურო პეტიციას - შესასწავლად და განსახილველად შესაბამის კომიტეტს გადასცემს ან დროებითი კომისიის შექმნაზე იმსჯელებს.