საარჩევნო კანონმდებლობაში დაანონსებული ცვლილებები პოლიტიკურ წრეებში ისევ ურთიერთბრალდებებისა და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კრიტიკის მიზეზია.
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ ინიციატივა ხმის უფლების წართმევა და არაკონსტიტუციური ნაბიჯია.
მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ახლა ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, თუ საქართველოში გააკეთებენ კენჭისყრის დღეს არჩევანს, ეს იქნება ინფორმირებული არჩევანი და არა დეზინფორმაციის გავლენით მიღებული გადაწყვეტილება.