შალვა პაპუაშვილი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

20 ნოემბერი 2025, 14:15 90 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი მიესალმა სომხეთის პრეზიდენტის საქართველოს პარლამენტში მეორედ მასპინძლობის შესაძლებლობას და აღნიშნა, რომ შეხვედრა შედგა ორ ქვეყანას შორის ინტენსიური ურთიერთობების, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პოზიტიური დინამიკის ფონზე.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების სიხშირეს, რაც საქართველოსა და სომხეთს შორის ტრადიციულ მეგობრობას ადასტურებს.

„შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ცვალებად სამყაროში, როდესაც წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი არაერთი გამოწვევის წინაშეა, საქართველო და სომხეთი მხარს უჭერენ ერთმანეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ საპარლამენტო ურთიერთობებზე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცვალებად სამყაროში, გარე ძალების გავლენების ფონზე, ქვეყნებმა უნდა შეძლონ, დაიცვან ეროვნული ინტერესები და არსებული ვითარება დადებითი შედეგების მისაღწევად გამოიყენონ. მან განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მტკიცე მეგობრობა მომავალ თაობებს გადაეცეს. მხარეებმა განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანამ კარგად იცის მშვიდობის ფასი და, შესაბამისად, მშვიდობის შენარჩუნებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უდგებიან. შეხვედრაზე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობას, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში დადებით დინამიკას. მხარეებმა დააფიქსირეს საერთო პოზიცია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი, სადაც სამივე ქვეყანა ერთიანია და მჭიდრო კავშირებს ინარჩუნებს, მეტად მიმზიდველი იქნება და მრავალ ეკონომიკურ შესაძლებლობას მოიტანს. აღინიშნა, რომ პოლიტიკური სტაბილურობა ეკონომიკური აღმავლობის საფუძველი გახდება. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები ევროკავშირთან და ხაზი გაუსვეს შუა დერეფნის მნიშვნელობას მეტი დაკავშირებადობის ხელშეწყობის კუთხით“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიამ, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა, სომხეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრმა სუმბატ კიურეღიანმა.



 

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე