ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანია ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა, რათა საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ- პაპუაშვილი

21 ნოემბერი 2025, 11:35 103 ნახვა

ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ამგვარად უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილის შესახებ.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით ამ წერილში ყველაზე ზუსტი ტერმინია გამოყენებული.

„ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების განცხადებაში ყველაზე ზუსტი ტერმინი იყო გამოყენებული - ავაზაკური რეკეტი. ზუსტად ავაზაკურ რეკეტთან გვაქვს საქმე, რასაც ვაკვირდებით ამდენი წლის განმავალობაში, მათ შორის, ამ პროცესის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ინსტიტუტი იმდენად ექვემდებარება გავლენებს, რომ შეუძლიათ, პირდაპირ ხელით მართონ ესა თუ ისა საკითხი - ვის ჰქონდეს დაშვება საკუთარ ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდან რა თანხა მოხსნან და ყაჩაღურად მიისაკუთრონ.

ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ჩვეულებრივი ავაზაკური რეკეტი, რომლის მიზანიც არის ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე იმისთვის, რომ მან საკუთარი პოლიტიკური გავლენები გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამ მცდელობებს ჩვენ დიდი ხანია, ვაკვირდებოდით, მათ შორის, მაშინ, როდესაც ის პოლიტიკიდან დისტანცირებული იყო. გახსოვთ მაშინ, ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩი როგორ დაჟინებით ცდილობდა პოლიტიკაში არმყოფ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას და საბოლოო ჯამში, ესეც მიანიშნებს იმაზე, თუ რა ძალებია ჩართული ამ პროცესზე გავლენის მოსახდენად“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე