ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა

07 მაისი 2021, 16:20 846 ნახვა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდა.

განხილვის თემა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებია. ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში მივიდა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანიც.

ოპოზიციის შემდეგ პრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" ხვდება. სალომე ზურაბიშვილი დღეს „ქართული ოცნების“ წევრებს, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს  შეხვდა. შეხვედრაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების საკითხი განიხილეს.

აღნიშნულ კანონპროექტზე ოპოზიციის წარმომადგენლები ვეტოს დადებას ითხოვენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში