„სინოფრამის“ ეფექტიანობის შემდეგ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს დღეს განიხილავს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, პრეპარატთან დაკავშირებით ჩინურმა მხარემ წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია. შეგახსენებთ, მესამე დღეა საქართველოში მოსახლეობის სინოფარმით ვაქცინაცია მიმდინარეობს. ამ პრეპარატით ვაქცინა 4 ათასამდე მოქალაქემ უკვე ჩაიტარა. ეს არის საქართველოში შემოტანილი ვაქცინებიდან მხოლოდ ერთი, რომელიც 18 წლიდან არის მისი გაკეთება ნებადართული. ამ დროისათვის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაში გამოიყენება. მწარმოებლის ინფორმაციით, მისი ეფექტურობა 79%-ია.