საქართველოში კოვიდ 19 ის მესამე ტალღა აქტიურ ფაზაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ უკვე აქვთ გეგმა, როგორ მართონ ვითარება. დაწყებულია საწოლფონდის მობილიზება.
პარალელურად ახალი კოვიდდადებით პაციენტებით ივსება კლინიკები და კოვიდ სასტუმროები. დღეს ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ეპიდემიოლოგები არსებულ რეკომენდაციებთან ერთად პანდემიასთან ბრძოლის უმთავრეს იარაღად ვაქცინაციას ასახელებენ.