გართულებული ეპიდმდგომარეობის გამო კლინიკებში საწოლების დამატების საჭიროებას გაუსვა ხაზი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. კოვიდსაავადმყოფოებში ამ ეტაპზე 4200 -ზე მეტი პაციენტი მკურნალობს, კვირის ბოლომდე კი საწოლების რაოდენობა 6 ათასამდე უნდა გაიზარდოს.
რაც შეეხება ვაქცინებს, 6 მაისს ასტრაზენეკას 43 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ივნისში ფაიზერის ვაქცინის გარკვეულ დოზებსაც ელოდებიან.
ქვეყანას ასევე აქვს ჩინური ვაქცინა სინოვაკი , თუმცა მისი გამოყენება გაბუნიას თქმით, ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით უნდა დაიწყოს.