წინასწარი ინფორმაციით, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს - გამყრელიძე 67 წლის მამაკაცის გარდაცვალებაზე 

04 მაისი 2021, 13:30 997 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, გარდაცვლილ მამაკაცთან დაკავშირებით სპეციალისტები მონაცემებს ამუშავებენ, ორი ადამიანის სახელი და გვარი ემთხვევა, აქედან ერთი აცრილია, მეორე კი არა. 

''დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, არის როგორც იმუნიზაციის, ასევე ლაბორატორიულად დადასტურებულთა ბაზები და დაბადება-გარდაცვალების მონაცემები. რაც მაქვს წინასწარი ინფორმაცია, არ მინდა, რომ შემეშალოს, სახელი და გვარი ორი ადამიანის ემთხვევა ერთმენეთს, ერთი გახლავთ აცრილი, მეორე გახლავთ სამწუხაროდ გარდაცვლილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზია, მათ შორის აცრილი  ჩვეულებრივად არის'' - ამბობს გამყრელიძე. 

ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რა გახდა თბილისში მცხოვრები 67 წლის მამაკაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. "ტვ პირველის'' ინფორმაციით,  გარდაცვლილის მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცმა კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დღის წინ გაიკეთა. ​იმუნიზაციიდან ორ დღეში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და საკუთარი სახლის ეზოში გარდაიცვალა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი