დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით ამ ეტაპზე საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამირან გამყრელიძის თქმით, შტამებზე მუშაობა მიმდინარეობს და ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყანაში, ნამდვილად არის.
მისივე განმარტებით, საქართველოში ისევე , როგორც მთელს ევროპაში ძირითადად არის ბრიტანული შტამი.
ამ ინდურ შტამზე ნუ შევქმნით აჟიოტაჟს, რადგან ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული, იქ პრევალირებს ბრიტანული შტამი. ის ეგრეთწოდებული ორმაგი მუტაცია, ინდურ შტამს რასაც ეძახიან, არის, მაგრამ ის არის უმცირესობაში. რაღაც დროის შემდეგ ეს შტამები ყველა ქვეყანაში გაჩნდება და ამის გამო ბუას ნუ შევქმნით'' - განაცხადა გამყრელიძემ.