სპეცრაზმის შემოჭრის მიზეზი იყო საპროტესტო აქციის დაშლა, რომელიც შეეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბრის თბილისში განვითარებული მოვლენების დაგმობას. სამოყვარულო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გაუშვეს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მომწამლავი აირი და როგორ გაუსწორდა სპეცრაზმი ახალგაზრდებს და ლექტორ-მასწავლებელებს. მას შემდეგ 9 წელი გავიდა მაგრამ საქმე არ გამოძიებულა და შესაბამისად დამნაშავეები არ დასჯილან.