ხვალ, საქართველოში 100 000 დოზა "სინოვაკი" ჩამოდის. მაისის ბოლომდე კი ქვეყანა "სინოფარმის" 100 000 და "ასტრაზენეკას" 86 000 დოზას მიიღებს. ასევე, იქნება წამლის ეროვნული ლაბორატორია, რომელიც ფარმაცევტული პროდუქტის ხარისხს შეისწავლის - თქვა დღეს, მინისტრის საათის ფორმატში ჯანდაცვის მინისტრმა.
სწორედ ვაქცინაციაზე, პანდემიაზე, დაწესებული შეზღუდვებსა და წამლების ფასებზე დაუსვეს შეკითხვები კანონმდებლებმა ეკატერინე ტიკარაძეს, დაასრულა თუ არა უკვე პასუხების გაცემა.