აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ორმა მოადგილემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვა

28 აპრილი 2021, 17:52 3596 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები დაკავებული თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს. რუსლან ქორიძე ამ პოსტზე თითქმის 5 წელია მუშაობს,  სულხან მოწყობილი კი ბოლო ორი   წელია იკავებს ამ პოსტს.  საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში გვითხრეს, რომ მათ თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს და რომ სხვა პრობლემა არ ყოფილა.

ასევე დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მირზა ბახტაძეც.  ხელვაჩაურის მერი ამბობს, რომ მირზა ბახტაძემ განცხადებით თავად მიმართა.მირზა ბახტაძეს ყოფილი ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს მას ბრალი მარტში წარუდგინეს, თუმცა განმეორებითი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მას ბრალი დაუმძიმდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი