ეპიდემიოლოგიური ვითარება

27 აპრილი 2021, 15:25 678 ნახვა

3-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა ბოლო 24 საათში საქართველოში. კორონავირუსი ქვეყნის მასშტაბით 1 578 ადამიანს დაუდასტურდა, მაჩვენებლი მაღალია აჭარაშიც _ რეგიონში 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მაღალია გარდაცვალების მაჩვენებელიც, ქვეყანაში კიდევ 17 ადამაინის სიცოცხლე ემსხვერპლა კოვიდ 19-ს. იმატებს ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელიც და დღიური მონაცემით ის 5%-ს აჭარბებს. ვირუსის დაფიქსირების გამო ამ დროისთვის აჭარაში 16 სკოლაა დახურული და 33 კლასია დისტანციურ სწავლების მოდელზე გადასული, კიდევ ერთ ბაღი დაიხურა ქობულეთში, მანამდე კი გუშინ სასწავლო პროცესი შეწყდა საჩინოს, ნაკაიძეებისა და  ლეღვას პირველ საჯარო სკოლებში.  

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში