ქვეყნის მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება - სუსის ანგარიში პარლამენტში

26 აპრილი 2021, 17:42 968 ნახვა

„უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოების ცხოვრებაში ჩარევას ცდილობდნენ“ - ამის შესახებ დეპუტატებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას უწყების პირველმა მოადგილემ განუცხადა. 

ალექსი ბატიაშვილის მტკიცებით, ადგილი ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების გზით მოსახლეობის დაყოფისა და პოლარიზებისკენ მიმართულ ქმედებებს. მისივე თქმით, კონკრეტულ საქმეებზე გამოძიება უკვე დაწყებულია და გამოვლენილია ყველა ფიგურანტი პიროვნება თუ ორგანიზაცია, თუმცა ამ ეტაპზე მათ ვინაობას არ ასახელებს. მან ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემოც მიმოიხილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი