რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 770 ადამიანი დააკავეს

22 აპრილი 2021, 12:49 1209 ნახვა

პოლიციამ ასეულობით ადამიანი დააკავა გუშინ რუსეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლების დროს. დემონსტრანტები მოითხოვდნენ საპატიმროში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის განთავისუფლებას. ნავალნი, რომელიც კოლინიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, მესამე კვირაა შიმშილობს და მოითხოვს მასთან დამოუკიდებელი ექიმების შესვლას.იმ დღეს, როცა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, თავისი ყოველწლიური გამოსვლით წარდგა პარლამენტის გაერთიანებული სხდომის წინაშე, ვლადივოსტოკიდან მოსკოვამდე, არაერთ ქალაქში, გაიმართა საპროტესტო გამოსვლები, რომლებისკენ ხალხს მოუწოდა ნავალნის ანტიკორუფციულმა ფონდმა. რუსეთის მთავრობას სურს ფონდის ექსტრემისტულ ორგანიზაციად მიჩნევა და დახურვა. მოსკოვში პოლიციამ გადაკეტა მანეჟის მოედანი, სადაც უნდა შეკრებილიყვნენ ნავალნის მომხრეები. შეკრებები გაიართა ქალაქის სხვა არეალებში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, აქციაში ექვსი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ტელეარხ „დოჟდის“ თანახმად, მოსკოვში გამოსულ დემონსტრანტთა რიცხვი ათი ათას აღწევდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი