ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტის აჯამებს. სოციალურ ქსელში ის წერს, რომ „ქართული ოცნება" საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს. აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს საქართველოს და ხელისუფლებას. „ყველა აქებს „ქართულ ოცნებას" დიალოგის წარმატებით დასრულების უზრუნველყოფისთვის“, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.