დაპირისპირება გრძელდება ჭყონდიდის ეპარქიაში. სალხინოს მონასტერში მისულ მეუფე სტეფანესა და მის თანმხლებების მის მიერ დასჯილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ. სალხინოს მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა დანიელმა, სხვა სასულიერო პირებთან ერთად მიტროპოლიტი სტეფანე ტაძარში არ შეუშვა და ლიტურგიის ჩატარების საშუალება არ მისცა.
დაპირისპირებული მხარე საეკლესიო კრების ჩატარებას ითხოვს და იმ ბრალდებების განხილვას, რომლებიც მეუფე სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილ მიტროპოლიტს, პეტრე ცაავას წაუყენა. სიტყვიერი დაპირისპირება მეუფესა და დაპირისპირებულ სასულიერო პირებს შორის ურთიერთბრალდებების ფონზე რამდენიმე წუთი გაგრძელდა.
მიტროპოლიტმა სალხინოს მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა დანიელი, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხსა და შუღლის შემოტანაში დაადანაშაულა და ის წინამძღვრობიდან გადააყენა.