ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი კლინიკას, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ გადასცა. კერძოდ ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი.