“თავს ვგრძნობ მოტყუებულად და დამცირებულადაც” — განაცხადა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომელიც უკმაყოფილოა შეთანხმების იმ ნაწილით, რომელიც მისი გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ითვალისწინებს. მისი თანაგუნდელებიც იზიარებენ ნიკა მელიას პოზიციას და განმარტავენ, რომ ის არანაირი გირაოს გადახდას არ აპირებს და „ვინც ამას გააკეთებს, ყველა მისი მტერია“. ვარდების მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონებით ნიკა მელიას მხარდასაჭერი კიდევ ერთი აქცია მსვლელობა გაიმართა.