ერთ დღეში 1792 დადასტურებული შემთხვევა და 10 გარდაცვლილი - ასეთია 20 აპრილის ეპიდვითარება საქართველოში. ინფიცირებულების რაოდენობით დედაქალაქის შემდეგ, ისევ აჭარა ლიდერობს.
რეგიონში კიდევ ერთი სკოლა დაიხურა. გართულებული მდგომარეობის ფონზე, რა შეზღუდვების შემოღება შეიძლება გახდეს საჭირო - ეს ხვალინდელ კოვიდსაბჭოზე გაირკვევა.