9 წელი 2007 წლის 7 ნოემბერიდან

07 ნოემბერი 2016, 00:00 3866 ნახვა

9 წელი გავიდა 2007 წლის 7 ნოემბრიდან. ოპოზიციის საპროტესტო აქციები, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით, 2007 წლის 3 ნოემბერს დაიწყო. 2007 წლის 7 ნოემბრისთვის ოპოზიციამ პარლამენტის შენობასთან "კარვების ქალაქის" გაშლა დააანონსა. პარალელურად, თბილისში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებთან "სირცხვილის კორიდორების" მოწყობა გრძელდებოდა. აქცია პოლიციის მიერ მისი მონაწილეთა დაშლით, ცრემლსადენი აირის, ხელკეტების, რეზინის ტყვიების, აკუსტიკური თოფებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით, ტელეკომპანია "იმედში" სპეცრაზმის შეჭრით, მისი დახურვითა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით დასრულდა. პოლიტიკური კრიზისის საპასუხოდ მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 15 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი