,,სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა“-ეს არის ციტატები სალომე სამადაშვილის განცხადებიდან, რომელიც 17 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს . პარტიიდან წასვლის მიზეზები სოციალურ ქსელში განმარტა. მისი განცხადებით ირკვევა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მან თანაპარტიელებს დოკუმენტის ხელმოწერისკენ მოუწოდა და საკუთარი პოზიციაც გააცნო, რომ შეთანხმებაზე ხელმოწერას გეგმავდა.