ბათუმში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

19 აპრილი 2021, 14:23 5604 ნახვა

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე  ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, ობიექტზე ჩამსხვრეულია  მინები, დაზაინებულია კარი და შესასვლელთან მდებარე სწრაფი გადახდის აპარატი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

შსს-მ მომხდარზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი