„ქართული ოცნების“ განცხადება

18 აპრილი 2021, 20:30 1096 ნახვა
00:00
00:00

ქართული ოცნება ოპოზიციას მოუწოდებს, "ქვეყნის ინტერესები დააყენოს ყველაფერზე მაღლა" და კრისტიან დანიელსონის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. მმართველი გუნდი განცხადებაში აღნიშნავს, რომ ჯერი ოპოზიციაზეა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.

საქართველო ებრძვის პანდემიას და პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს. რეგიონში შექმნილია რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობა, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე  პოლიტიკოსები ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე უნდა მუშაობდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში