უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ ბალტიისპირეთის ქვეყნები

15 აპრილი 2021, 15:38 1080 ნახვა

ესტონეთის,ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ. ერთობლივი ვიზიტის მიზანი უკრაინისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვა და მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერაა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ  შეშფოთებული არიან რუსული ჯარების აქტიურობის გამო, რომელიც უკრაინის საზღვართან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგდა. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რვაჯერ დაარღვიეს. ცეცხლის რეჟიმის დარღვევის შედეგად უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დანაკარგი არ ყოფილა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი