ნატო უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

13 აპრილი 2021, 17:53 267 ნახვა

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას და ეხმარება, რომ კიევმა მომავალში საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა უკრაინის საგარეო საქმეთ მინისტრთან დიმიტრი კულებასთან ერთად ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

ალიანსის გენმდივნის თქმით, ნატო  უკრაინის სუვერენიტეტს ურყევად უჭერს მხარს და გმობს ყირიმის ოკუპაციას.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს შეიარაღებული დაჯგუფებების დახმარება აღმოსავლეთ უკრაინაში და  გაიყვანოს საკუთარი ძალები უკრაინის ტერიტორიიდან", განაცხადა სტოლტენბერგმა. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში