ვირუსის გავრცელების მესამე ტალღა საქართველოშიც დაიწყო, ამ ეტაპზე 17 კლასტერული აფეთქებაა - ამირან გამყრელიძე

12 აპრილი 2021, 14:17 1492 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება რთულდება.

მისივე განმარტებით, რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღა დაიწყო.

როგორც ამირან გამყრელიძემ, რამდენიმე წუთის წინ, სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა ქვეყანაში ამ ეტაპზე 17 კლასტერული აფეთქებაა.

"მესამე ტალღა ბევრ ქვეყანაში დაწყებულია და რეალურად ჩვენთანაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაიწყო. ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად იმატებს. კუმულაციური ინციდენტობაც და დადებითობის მაჩვენებელიც გაზრდილია. გუშინ 24 საათში ქვეყანაში 14 000 მდე ტესტი ჩატარდა და გვაქვს ახალი 359 შემთხვევა. დღეს აქტიური შემთხვევაა 7 717. 

დაახლოებით 17-მდე კლასტერული ეპიდაფეთქებაა ქვეყანაში, რომელიც მართვადია, მაგრამ ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ თუ რადიკალურ ზომებს არ მივიღებთ შეიძლება დაიწყოს საყოველთაო გავრცელება"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით 17-ვე კლასტერი, რომელიც დღეს ქვეყანაშია წვეულებებიდან და სუფრებიდან დაიწყო.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი