პოლიციამ ქუთაისში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

11 აპრილი 2021, 20:20 784 ნახვა

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ი.ქ., ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს.სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის 127 აბი, 20 ცალი კრისტალი, აბის 22 ნატეხი სავარაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში