4 ოქტომბრის მოვლენები - დაკავებულია 46 პირი

10 ოქტომბერი 2025, 17:54 120 ნახვა

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებულ კიდევ შვიდ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  დღეს შეეფარდა.

4 ოქტომბერს, განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 46 დემონსტრანტიდან წინასწარ პატიმრობაში უკვე  26 იმყოფება.

საგამოძიებო უწყება მათ სხვადასხვა მუხლით ედავება, მათ ნაწილს ერთდროულად რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი.

დაკავებულების ნაწილი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან და ელოდებიან სასამართლო პროცესების ჩანიშვნას. 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 4 პირი იძებნება. შსს-ში აცხადებენ, რომ ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე