შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით არის დაბარებული.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბაჩო ახალაია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 13:00 საათზეა დაბარებული.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე