9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს დღეს ბათუმში. გმირთა ხეივანში არსებულ მემორიალთან. 32 წლის წინ დამოუკიდებლობის მოთხოვნით პარლამენტის წინ დემონსტრაციის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მტავრობის თავმჯდომარემ და ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა. კიდევ ერთხელ გაიხსენეს 9 აპრილს განვითარებული მოვლენები და განაცხადეს, რომ ოკუპაცია ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება.