თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოში აშშ-ის ელჩი იმყოფებოდა.
კელი დეგნანმა მემორიალთან გვირგვინი მიიტანა და 32 წლის წინ ტრაგიკულად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.