ვლადიმირ ზელენსკის დღეს დონბასში ელოდებიან

08 აპრილი 2021, 13:29 691 ნახვა

დონბასში უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ელოდებიან. უკრაინის ლიდერის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში ჩავა. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შესახებ შეთანხმება ბოლო 24 საათში 4-ჯერ დაარღვია. უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით, დაიღუპა ორი უკრაინელი ჯარისკაცი.  რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე დამატებითი სამხედრო ძალები გააგზავნა. აშშ-მა, ნატო-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, რუსეთის ქმედებების გამო შეშფოთება გამოთქვეს და  უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში