ხვალ ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში, 11 დან 16 საათამდე მსურველებს ტრავმატოლოგ-ორთოპედების უფასო კონსულტაციის მიღება შეეძლებათ. პაციენტებს მუხლის ექოსკოპია და სახსრების რენტგენოგრაფია უფასოდ ჩაუტარდებათ. სამედიცინო კონსულტაციების ჩასატარებლად პაციენტები წინასწარ უნდა ჩაეწერონ.