გართულებული ეპიდსიტუაცია - კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა

06 აპრილი 2021, 18:06 1508 ნახვა

აჭარაში საჯარო უწყებების ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. უმაღლეს საბჭოში აცხადებენ, რომ ისინი დისტანციურ რეჟიმში შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. ბათუმის მერიის პრესსამსახურში კი აცახდებენ, რომ ისინი შერეული მეთოდით გეგმავენ საქმიანობას.

იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში მესამე ტალღა დაიწყება შესაძლოა ყველა უწყება პირველი ტალღის მსგავსად სრულად გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.  ბოლო 24 საათში რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 83 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი ძირითადი ნაწილი კი ბათუმსა და ქობულეთში გამოვლინდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში არ გამორიცხავენ, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირების სტატისტიკა მომავალ დღეებში კიდევ უფრო  გაიზარდოს, რაც ეპიდემიოლოგიურ ვითარებას კიდევ უფრო გააუარესებს.

ჯანდაცვის სამინისტრო დამატებითი შეზღუდვების  დაწესებას ჯერ-ჯერობით არ გეგმავს. მინისტრის მოადგილის განმარტებით,  უკიდურესად მნიშვნელოვანია დიდი თავყრილობების, ქორწილების და სხვა სოციალური ღონისძიებების შეწყვეტა და მისი შეზღუდულ ფარგლებში ჩატარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი