მექაში მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები დაიშვებიან

06 აპრილი 2021, 12:45 607 ნახვა

რამადანის დაწყების შემდეგ მექაში უმრას შესრულებასა და ქალაქში მდებარე დიდ მეჩეთში ლოცვებზე დასწრებას მხოლოდ ვაქცინირებული მომლოცველები შეძლებენ, საუდის არაბეთის ჰაჯისა და უმრას მინისტრმა განმარტა, რომ ვაქცინირებულად ჩაითვლებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა ექნებათ გაკეთებული, ან ვაქცინის პირველი დოზა მეჩეთში შესვლამდე მინიმუმ 14 დღის ადრე ექნებათ გაკეთებული, ასევე ის პირები, რომლებიც კორონავორისისგან უკვე გამოჯანმრთელდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში