ეპიდ-ვითარება ქობულეთში უარესდება

05 აპრილი 2021, 20:06 8939 ნახვა

საქართველოში სრული ლოქდაუნი ამ ეტაპზე არ განიხილება,თუმცა საკოორდინაციო საბჭოზე ხაზგასმით ითქვა, რომ კიდევ იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, ისევე, როგორც ეს ქვეყნის 3 რეგიონშია - მკაცრად კონტროლდება გურიის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რამდენიმე სოფელი.

კოვიდ 19 -ს შემთხვევების მატების გამო, აჭარაში  1 სკოლა და 2 ბაღი დაიხურა ბოლო დღეებში. ეპიდემილოგები აქცენტს აკეთებენ, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საყურადღებოა.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აღდგომის დღესასწაულისთვის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი