ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი განახლდა

05 აპრილი 2021, 15:54 730 ნახვა

იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოში კორუფციის საქმეზე მტკიცებულებების წარდგენის ეტაპი დაიწყო. სხდომას ესწრება თავად ისრაელის პრემიერ-მინისტრიც. სასამართლო პროცესის გახსნის შემდეგ, თავის მოხსენებაში პროკურორმა, ლიატ ბენ-არიმ თქვა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ძალაუფლება პირადი სურვილების ხელშეწყობისთვის გამოიყენა. ნეთანიაჰუს საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ცდილობდა, მედიასაშუალებას განსხვავებულად ემუშავა მისი პირადი საქმეების პოპულარიზაციის მიზნით.  ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ქრთამის, თაღლითობისა და ნდობის ბოროტად გამოყენების მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი