ევროკავშირი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

05 აპრილი 2021, 15:48 662 ნახვა

უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების რაოდენობის ზრდის გამო, ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს, -ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დიმიტრი კულებასთან გამართული სატელეფონო მოლაპარაკებების შემდეგ გაავრცელა. ბორელმა კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებების საკითხს ევროპელი დიპლომატები უახლოეს დღეებში დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ. მანამდე, უკრაინის საზღვრებზე შექმნილი ვითარების გამო, შეშფოთება გამოთქვეს საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობებმაც. კიევი მოსკოვს უკრაინის საზღვრებთან და ყირიმის ნახევარკუნძულზე ათასობით სამხედროს მობილიზაციაში ადანაშაულებს. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი